17 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
"ვურჩევ, პროკურატურაში მივიდეს" - სენაკის მერი ქრთამის მოთოვნასთან დაკავშირებით ბრალდებებს უარყოფს

სენაკის მერი ერთ-ერთი ადგილობრივის ბრალდებებს უარყოფს. საუბარია მალხაზ ყურაშვილის განცხადებაზე, რომელმაც ლევან კუპრეიშვილი და სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის მოთხოვნაში დაადანაშაულა.

ყურაშვილის ამტკიცებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მას თანხა იმ მიწის ნაკვეთში მოსთხოვეს, რომლითაც ოჯახი წლების განმავლობაში იჯარით სარგებლობდა და რომლის შესყიდვაც გადაწყვიტა.

სენაკის მერი ამბობს, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონდა. ლევან კუპრეიშვილი მალხაზ ყურაშვილს ურჩევს, პროკურატურას მიმართოს.

„ამ მალხაზ ყურაშვილს, პატივცემულს, ვურჩევ, რომ პირდაპირ პროკურატურაში მივიდეს. თუ რამე  მსგავს ინფორმაციას ფლობს  ვინმეზე, სჯობს, მივიდეს პროკურატურაში. მსგავსი საკითხის თეორიაში დაშვებაც სენაკის მუნიციპალიტეტში  შეუძლებელია,“ - განაცხადა სენაკის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა

 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები