03 ოქტომბერი 2024,   06:40
ვრცლად
”ოპოზიციონერი დეპუტატების ერთკვირიანი მონდომება გაუგებარი და ფუჭია," - მერიის განცხადება

დავით ნარმანიას საკრებულოში დაბარების მცდელობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ.

”ოპოზიციონერი დეპუტატების ერთკვირიანი მონდომება გაუგებარი და ფუჭია, ვინაიდან კანონი პირდაპირ ითვალისწინებს დედაქალაქის მერის საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარდგენის ვალდებულებას,” - აღნიშნულია განცხადებაში. 

მასში ასევე ნათქვამია, რომ მოთხოვნის შესაბამისად თბილისის მერი საკრებულოსთვის ანგარიშის ჩაბარებას აპრილის დასაწყისში გეგმავს, სადაც ნებისმიერ დეპუტატს საშუალება ექნება მერს მისთვის საინტერესო კითხვა დაუსვას. ამ წამოწყებას ფუჭი და უშედეგო უწოდა პირადად დავით ნარმანიამაც და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების დაძახილზე ის საკრებულოში არ მივა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები