22 დეკემბერი 2024,   15:51
ვრცლად
ასოცირების კომიტეტის დასკვნით შეხვედრა - ოპოზიცია შემაჯამებელ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს

დღეს ქართველი და ევროპელი დეპუტატები ასოცირების კომიტეტის დასკვნით შეხვედრას მართავენ. შემუშავდება შემაჯამებელი დოკუმენტი და რეკომენდაციები. ქართველი კანონმდებლები დარწმუნებული არიან, რომ ევროპალამენტარების შეფასებებში ქვეყანაში არსებული რეალობა იქნება წარმოდგენილი. განსხვავებულად ფიქრობენ ოპოზიციაში.

„დოკუმენტი რომელსაც მიიღებს თანამშრომლობის კომიტეტი, იმდენად რამდენადაც უმრავლესობა ხმების იქნება წარმოდგენილი „ქართული ოცნებიდან“ არ მგონია, რომ ასახავდეს იმ რეალურ პრობლემებს, რომელიც არის ქვეყანაში და ოპტიმისტური ხედვა იქნება. სწორედ ამიტომ მე პირადად არ დავუჭერ მხარს“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი.

იმავეს აცხადებენ „ევროპულ საქართველოში.“ გიორგი ტუღუშის თქმით, დოკუმენტში სავარაუდოდ „უღრუბლო ცა“ იქნება ასახული.

„როგორც წესი არის მცდელობა რომ მიღებული იქნას შემაჯამებელი დოკუმენტი რომელიც ასახავს უღრუბლო ცას. რა თქმა უნდა ხელისუფლება ყოველთვის ხელს უწყობს,რომ შემაჯამებელი დოკუმენტი იყოს პოზიტიური,“-ამბობს გიორგი ტუღუში.

დასკვნით სხდომაზე დასწრებას აპირებს ქეთევან ციხელაშვილი. დღესვე ევროპელი დეპუტატები აპირებენ შეხვდნენ იუსტიციისა და გარემოს დაცვის მინისტრებს.

დღის ამბები