19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
მარიხუანას ლეგალიზაცია - "პატრიოტთა ალიანსი" რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს

მარიხუანას მოხმარების შესახებ კანონპროქტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სასულიერო პირების მოთხოვნას, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ნარკოტიკის ლეგალიზაცია დაუშვებელია, დეპუტატები გამოეხმაურნენ.

სამღვდელოების ინიციატვას მხარდაჭერა გამოუცხადეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა. ადა მარშანიამ ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარებაც მოითხოვა, რათა კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ნარკოტიკი ლეგალიზებული არ იყოს.

„საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური შეკვეთის შედეგად მიიღო და დაემონა და დაემორჩილა მას. ამას პარლამენტი და პოლიტიკური ელიტა, რომელიც აქ ბრძანდება უმრავლესობაში, ვერ გააუქმებს, ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ, საზოგადოებამ, ჩვენი ინიციატივით. ერთადერთი გზა დარჩა - ეს არის რეფერენდუმი,“- განაცხადა ადა მარშანიამ.

მარიხუანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის წევრმა, ნატო ჩხეიძემ გააკეთა.

„ძალიან უპასუხისმგებლოც არ არის და ალბათ, უფრო ემტია, რადგან ის გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი განზრახულობის ერთი რგოლი, რასაც საქართველოში ნარკოპლანტაციების გაშენება ჰქვია. ამას რაღაც უნდა დაუპირისპირდეს. აი დაუპირისპირდნენ ამ რეგულაციებით ხმა ღვთისა და ხმა ერისას სულისკვეთებით და არა საკონსტიტუციო სასამართლოს სულისკვეთებით და ძალიან სწრაფად შემუშავდა რეგულაციები და სწრაფად უნდა განვიხილოთ. ამ რეგულაციებში უამრავი საფრთხეა,“- განაცხადა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები