19 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
„მე უფროსი არ მყავს, მე გახლავართ საქართველოს პარლამენტის წევრი" - სალომე სამადაშვილი ჯონდი ბაღათურიას მიმართავს

მარიხუანის მოხმარების შესახებ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილების განხილვისას პოლიტიკოსებს შორის დისკუსია გაიმართა. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ თავმჯდომარემ, ჯონდი ბაღათურიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივად უკანონოს უწოდა. ბაღათურია ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ლეგალიზაციას ეწინააღმდეგება.

„პოლიტიკურ იმპოტენციურად შევხედავთ საკონსტიტუციო სასამართლოს თავხედურ, დაუსჯელ გადაწყვეტილებას, მაშინ ხომ არ ელოდებით, რომ ხვალ იქნება ლეგალიზებული შეძენა-შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა არა მხოლოდ მარიხუანის, არამედ სუბუტექსის, კოკაინის და სხვა ნივთიერებების,“- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

ჯონდი ბაღათურიას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა მიმართა, რომლის თქმითაც, ადამიანის თავისუფლებაზე პოპულიზმით თავდასხმა დაუშვებელია.

„არ არის საჭირო იაფფასიანი პოპულიზმით ადამიანის თავისუფლებებზე თავდასხმა ჩვენს სახელმწიფოში. ადამიანის თავისუფლება მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შესაძლოა, მივიღოთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის არასწორი გადაწყვეტილება და სახელმწიფოს ვალია, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები მათი თავისუფლების შეზღუდვის მინიმალურ პრინციპებში,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა, რაზეც ბაღათურიამ მიმართა: „თქვენ თქვენს უფროსს არ ეთანხმებით?“

სალომე სამადაშვილის თქმით, მას უფროსი არ ჰყავს და ის პარლამენტის წევრია.

„მე უფროსი არ მყავს, მე გახლავართ საქართველოს პარლამენტის წევრი და მაქვს ჩემი შეხედულებები და ყოველთვის დავუპირისპირდები ყველანაირ აზრს, რომელიც ამ ქვეყანაში ეწინააღმდეგება კონსტიტურ მართლწესრიგს,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები