17 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
“ქართული ოცნების” ტორტი და ატრიბუტიკა - კირცხში ბავშვებს საბავშვო ბაღი "ოცნების" ფერებით გაფორმებული დახვდათ

“ქართული ოცნების” ტორტის, ატრიბუტიკისა და მაღალჩინოსნების ფონზე გახსნილი საბავშვო ბაღი. facebook-ში გავრცელდა ფოტოები, საიდანაც ირკვევა, რომ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში პირველ დღეს ბაღში მისულ ბავშვებს ეზო მთლიანად "ოცნების" ფერებში მოხატული დახვდათ. 

ანიმატორებსაც კი, რომლებსაც ბავშვების საზეიმო განწყობაზე უნდა ეზრუნათ, "ოცნების" ფერებში გადაწყვეტილი ფორმები ეცვათ.

ბაღის ახლად გარემონტებული შენობა "ოცნების" წევრებმა გახსნეს და ბოლოს - მასწავლებლებმა ბაღის აღსაზრდელებს სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ტორტი დააგემოვნებინეს, რომელიც "ქართული ოცნების" წარწერით იყო გაფორმებული.

ბაღის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამით რაიონის ხელმძღვანელების მიმართ მადლიერება გამოხატეს.

„რახან მთავრობაში "ქართული ოცნებაა" და ამ მთავრობამ, გააკეთა ეს მშვენიერი ვიფიქრეთ რომ ყოფილიყო ეს დროშაც. ყველამ, ერთად მოვიფიქრეთ და დააწერეს რა?!

„ქართული ოცნება“ კირცხის საბავშვო ბაღი ეწერა“- ამბობს სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გამგე მიმოზა დამენია.

დღის ამბები