05 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
თურქეთის სასამართლომ სახელმწიფო საიდუმლოების გამხელაში დადანაშაულებული ოპოზიციის ლიდერი პატიმრობიდან გაათავისუფლა

თურქეთის სასამართლომ სახელმწიფო საიდუმლოების გამხელაში დადანაშაულებული ოპოზიციის ლიდერი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ენის ბერბეროღლუ პირველი დეპუტატია, რომელიც 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს.

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერმა მედიას ვიდეო მასალა გადასცა, რომელიც თურქეთის დაზვერვის ქმედებებს ამხელდა. კერძოდ, მასალაზე ასახული იყო, როგორ გადააქვს თურქეთის სპეცსამსახურს სირიაში იარაღი.

სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერს ჯაშუშობის ბრალდებით სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გასაჩივრების შემდეგ დეპუტატს სასჯელი 5 წლამდე შეუმცირეს.

ზაფხულში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად პატიმრობაში მყოფი ბერბეროღლუ ისევ აირჩიეს პარლამენტის წევრად, რაც მისი გათავისუფლების საფუძველი გახდა.

დღის ამბები