05 ოქტომბერი 2024,   17:14
ვრცლად
პეტრო პოროშენკომ BBC-ის სასამართლოში უჩივლა

პეტრო პოროშენკომ დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში უჩივლა. გამოცემა ტელეგრაფის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი "ბიბისის" ცილის წამებაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება არხის პუბლიკაციას, სადაც ნათქვამი იყო რომ, პეტრო პოროშენკომ დონალდ ტრამპის შეხვედრის ორგანიზებაში 400 ათასი დოლარი გადაიხადა.

ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა 2017 წლის ივნისში გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვაში აცხადებენ, რომ bbc-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის ლიდერის რეპუტაციას, რომელიც უკრაინაში აქტიურად ებრძვის კორუფციას. პროტესტის მიუხედავად, bbc-იმ არც პუბლიკაცია ჩაასწორა და არც ბოდიში მოიხადა.

დღის ამბები