19 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
მხარდამჭერთა სიებში აღმოჩენილი უზუსტობები -  გაერთიანებული ოპოზიცია ზედმეტ ხელმოწერებზე საუბრობს  

გაერთიანებულ ოპოზიციაში ხარდამჭერთა სიებში აღმოჩენილ უზუსტობებთან და შესაძლო გაყალბების საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.

"საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული" პარტიის თავმჯდომარის, შოთა მალაშხიას თქმით, საეჭვოა ის გარემოება, რომ გარკვეული უზუსტობის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. ის არ გამორიცხავს, რომ ეს სუს-თანაც იყოს კავშირში. 

მალაშხიას განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი მხარდამჭერთა ხელმოწერები იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თავის დროზე ჩააბარეს.  

„986 ფურცელი ჩავაბარეთ და გახსნის დროს აღმოჩნდა 1012 ფურცელი. ანუ, 26 ფურცელი შვიდასამდე ხელმოწერა ზედმეტი აღმოჩნდა. ანუ თუ არ დათვალეს თავის დროზე, მერე გახსნის დროს რამდენადაა ლუქი დაცული ამას თქვენ თვითონ ხედავთ. საიდან აღმოჩნდა დალუქული ფურცლები იმედის ხელში ზოგადად. მე არ ვამბობ, რატომ მოიპოვეს, მე ვამბობ, ვიღაცამ მისცა და გახსნა ეს ფურცლები. აი გახსნის შემდეგ გამოცვალეს, არ გამოცვალეს, რა გააკეთეს ეს არის სუს-ის, მასთან აფელირებული ცესკო-ს და მოსკოვის და სუკის კაგების ერთიანი ქმედებები,“ - განაცხადა შოთა მალაშხიამ.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებში აღმოჩნდა პრემიერ ბახტაძის ხელმოწერა, რის შემდეგაც ცესკო-მ პროკურატურას მიმართა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები