ქობულეთში ამომრჩეველთან შეხვედრაზე მისულ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად პროტესტით დახვდა. მათი თქმით, კანდიდატს, რომელიც საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებს და აფხაზეთს განგრენას უწოდებს, მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ქობულეთის კულტურის სახლში შეხვდა.