21 დეკემბერი 2024,   22:33
ვრცლად
სახელისუფლებო რეკეტთან გვაქვს საქმე - ლევან სამუშია "ომეგა ჯგუფს" საქმეზე გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე საუბრობს

„სახელისუფლებო რეკეტთან გვაქვს საქმე,“ - ასე აფასებს „თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს, საიდანაც გაირკვა, რომ  ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება.

ლევან სამუშიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ პარტიული „ობშიაკების“ შეგორვებაზეა გადასული და გავრცელებული ჩანაწერები სწორედ კორუფციის და რეკეტის თვალსაჩინო მაგალითია.

„ჩვენ კარგად ვიცით, კრიმინალურ სამყაროში „ობშიაკები“ როგორ გროვდება და ახლა აქ ვხედავთ, რომ უკვე „ოცნების“ სახელისუფლებო პარტიული ობშიაკის შეგროვებასთანაა საქმე. ბიზნესის წარმომადგენელს აიძულებენ შეიტანონ არაკანონიერი, კრიმინალურად მოპოვებული ოცნების მხრიდან თანხები, პარტიულ, შავ სალაროში. ეს არის ძალიან სკანდალური ფაქტი და ნათელი დადასტურება, კორუფცია სიტყვა აქ უკვე ძალიან რბილი გამონათქვამი იქნება, ეს არის პირდაპირ რეკეტი,“ - განაცხადა ლევან სამუშიამ.

„კურიერმა“ დღეს კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესაუბრება.

აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს.

დღის ამბები