03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
პრორუსული სარეკლამო ბანერი თბილისში

თბილისში პრორუსული სარეკლამო ბანერი გამოჩნდა. ბანერზე ფონად "გეორგიევსკის ლენტი" იყო დატანილი და მასზე იყო წარწერა "მახსოვს და ვამაყობ."

სარეკლამო ბანერი "ევრაზიის ინსტიტუტის" წარმომადგენელმა ირაკლი ყიფიანმა დაამზადა. 

ყიფიანი ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების ხსოვნას მიაგო პატივი. 

"ჩემი დიდი ბაბუა იყო საბჭოთა კავშირის გმირი. მე მახსოვს და მე ვამაყობ ამით. ეს წარწერა რუსულად იმიტომ იყო, რომ უფრო მეტი ადამიანი გაიგებდა," - აცხადებს ირაკლი ყიფიანი. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრში პრორუსული სარეკლამო ბანერის განთავსება მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგია. 

მომხდარ ფაქტს მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც გმობენ. 

სარეკლამო სივრცე, სადაც პრორუსული ბანერი განთავსდა, კომპანია "ჯეოსელს" ეკუთვნოდა. თუმცა ბანერის შინაარსი კომპანიასთან შეთანხმებული არ იყო. "ჯეოსელმა" მომხდარის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.  

 

დღის ამბები