22 დეკემბერი 2024,   15:54
ვრცლად
ჭავჭავაძის 33 ნომერში მცხოვრებლები მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებენ 

ჭავჭავაძის 33 ნომერში მცხოვრებლები მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს აპროტესტებენ. 

სასამართლო დავა მშენებლობის შეჩერებაზე ადგილობრივებმა ორ ინსტანციაში მოიგეს, თუმცა არქიტექტურის სამსახურმა 2018 წლის თებერვალში ნებართვა მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით მაინც გასცა. ადგილზე საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც მშენებლობა თბილისის მერიის ინტერესებს დაუკავშირა.

მობინადრეები კახი კალაძისგან და თბილისის მერიისგან განმარტებებს ითხოვენ, თუმცა არქიტექტურის სამსახურში ამ საკითხზე სასამართლო დავის დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები