რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციაზე მისვლასა და მათ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას პოლიტიკურ პარტიებს სთხოვენ.
პარლამენტის შენობის წინ დღის ბოლოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, პაატა ბურჭულაძეც მივიდა და შეკრებილებს სოლიდარობა გამოუცხადა. აქციაზე იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიანობამდე იყო მობილიზებული პოლიციაც.
"მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით, მმართველ პარტიასაც მოვუწოდებ"-ამბობს ზაზა სარალიძე.
პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით კი აქციას მოქალაქეები რეგიონებიდან უერთდებიან.