საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ქანთარია, კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტზე საუბრობს.
ნუკრი ქანთარიას განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირების მსჯელობა გაგრძელდება და სახელმწიფომ გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„ამ მონაკვეთში ამ საკითხის დაბრუნებისგან შორს უნდა ვიყოთ, თუმცა იდეაზე, თვითონ შესაძლებელია საუბარი. ის, რაც საზოგადოებას არ უნდა და რის შიშიც აქვს, ჩვენ გავჩერდეთ, თუნდაც ეს იყოს ბიუჯეტისთვის ერთი ორი კაპიკის შემომტანი. რეალობა რახან ასეთია, მე მგონი, ძალიან ფრთხილად უნდა მოვექცეთ ამ საკითხს და ხისტად მიდგომა არ გამოვა,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
პარლამენტში კანაფის კულტივაციასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია, თუმცა, კანონპროექტის გამოწვევა არ იგეგმება.
პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოების და სასულიერო პირების ინფორმირება იგეგმება.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მარიხუანის კულტივაციას ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია. კობახიძე ამბობს, რომ მთავარი მიზანი სიღარიბის აღმოფხვრაა.