19 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
თანხა დაიხარჯა საამქროს აღჭურვისთვის - „კოლორპაკის“ დირექტორი პროკურატურის მიერ გამოთხოვილ დოკუმენტებს ასაჯაროებს 

„კოლორპაკის“ დირექტორი, გიორგი ჟორჟოლიანი პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება, რის გამოც, „პალიტრა მედიის“ სტამბას საგამოძიებო უწყებისთვის ფინანსური დოკუმენტების გადაცემა უწევს.

გიორგი ჟორჟოლიანმა დღეს მედიას ის საწარმო და დანადგარი უჩვენა, რომლისთვისაც დაიხარჯა პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მიღებული მილიონ 600 ათასი დოლარი.

გიორგი ჟორჟოლიანმა წარადგინა ფინანსური დოკუმენტებიც, რომელიც გენერალურ პროკურატურას ორშაბათს უნდა გადასცეს.

„ეს თანხა დაიხარჯა ამ საამქროს აღჭურვისთვის, თუმცა, ვერ გეტყვი, რამ გააჩინა ეჭვი იმიტომ, რომ არც არავის არ უკითხავს რეალურად, "აწარმოე საქართველომ" ჩაატარა მონიტორინგი, ისევე როგორც ბანკმა, იმიტომ, რომ მათ ვალდებულებებში იყო ეს, როგორც ვიცი და მათ კითხვები არ გასჩენიათ. ჩვენ გამზადებული გვაქვს დოკუმენტების ნაწილი და ეტაპობრივად გადავცემთ იმიტომ, რომ საკმაოდ მოცულობითია და მათი ასლები და ნოტარიულად დადასტურება ითხოვს დროს,“ - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

4 დღის წინ მთავარი საგამოძიებო უწყება ყოფილი ვიცე პრემიერის ცოლის ოჯახის კუთვნილი „პალიტრა მედიის“ სტამბის საქმიანობით დაინტერესდა.

დღის ამბები