05 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
ინდონეზიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე, მომხდარი მიწისძვრისა და წარმოქმნილი ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48 ადამიანამდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 356-ს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაცია ინდონეზიის სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

გუშინ ინდონეზიაში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ქალაქ პალუს სანაპიროებთან ცუნამი გამოიწვია. 

პირველადი ინფორმაციით, დაღუპული იყო 30 და 12 - დაშავებული. 

მიწისძვრის შედეგად,  წყნარ ოკეანეში ძლიერი ტაიფუნი ჩამოყალიბდა, რომელსაც მეხუთე კატეგორია მიენიჭა და იაპონიისა და ტაივანის მიმართულებით მიემართება. 

დღის ამბები