05 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
შეერთებული შტატების 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტი ძალაში შევიდა

შეერთებული შტატების 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტი ძალაში შევიდა. კანონპროექტს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა.

დოკუმენტი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას ითვალისწინებს. ამ მიზნით თავდაცვითი ხარჯები რეკორდულად 716 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

კანონპროექტის თანახმად, დამატებითი თანხები გამოიყოფა საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, 1 600 000 000 დოლარი საზღვარზე კედლის მშენებლობას მოხმარდება.

2019 წლის პენტაგონის ბიუჯეტი საქართველოსა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფასაც ითვალისწინებს. უკრაინის დახმარება 250 მილიონი დოლარით არის განსაზღვრული.

დღის ამბები