როგორ გაიტანეს 4 მილიონი "თიბისი" ბანკიდან - „კურიერმა“ ფოტომასალა მოიპოვა, რომელიც "თიბისი ბანკის" მარჯანიშვილის ფილიალთანაა გადაღებული.
ეს სწორედ ის დღეა, როდესაც ზაზა ოქუაშვილის თქმით, მისი კუთვნილი 4 მილიონი ოთარ ფარცხალაძისა და გიორგი გახარიას დავალებით ბანკიდან გამოიტანეს.
ფოტომასალაში ასახულია, როგორ გააქვთ „ქეშად“ 4 მილიონი თვისი ბანკიდან, რომელზეც ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი საუბრობდა და ამბობდა, რომ ამ 4 მილიონის გატანის ოპერაციას, მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი და მოქმედი შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე კურირებდნენ.
ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, სადაც მას ყოფილმა პრემიერმა 4 მილიონი მოსთხოვა, გიორგი გახარიაც ესწრებოდა. მისი თქმით, ამ პერიოდში, გიორგი გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი და ის კარგად იყო ჩახედული შიდა საქმეებში.