19 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
ამ ქვეყნის მოქალაქეებს უნდა მიეცეთ დამაჯერებელი პასუხები, ამ მძიმე ბრალდებებზე - ანა ნაცვლიშვილი

"ომეგა ჯგუფის" საქმეზე "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს და "კვირის აქცენტებში" ზაზა ოქუაშვილის განცხადებებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გამოეხმაურა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, აუცილებელია გამოძიებამ გაჩენილ ყველა კითხვას უმოკლეს დროში გასცეს პასუხი. 

„პირველხარისხოვანი არის ის ძალიან მძიმე შთაბეჭდილება, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს დაგვრჩა გუშინდელი ეთერის შემდეგ და პირველხარისხოვანია ის, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიეცეთ დამაჯერებელი პასუხები, ამ მძიმე ბრალდებებზე და ეს უნდა მოხდეს უსწრაფესად“-აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები