19 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
საქართველო-ნატოს სამხედრო თანამშრომლობა, ორმხრივი ურთიერთობებისთვის სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრაღაში, აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრის შედეგებზე სპეციალური განცხადება გაავრცელა. რუსულმა მხარემ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის სწრაფი დაწყების მიმართ.

კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ შვეიცარიის მონაწილეობით ერთობლივი კომიტეტის მოწვევა უახლოეს დროში შეთანხმებების შესრულების წინაპირობა გახდება.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა, საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობა, ორმხრივი ურთიერთობებისთვის სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება.

დღის ამბები