05 ოქტომბერი 2024,   15:39
ვრცლად
სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი რუსლან ბოშიროვის ნამდვილ ვინაობას რუსული მედია ადასტურებს 

სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი რუსლან ბოშიროვის ნამდვილ ვინაობას რუსული მედიაც ადასტურებს.

"ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ რუსლან ბოშიროვი იგივე ანატოლი ჩეპიგაა, რომელიც ხაბაროვსკის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფში მსახურობდა.

ჟურნალისტები მის ყოფილ კოლეგებსაც ესაუბრნენ, რომლებმაც ჩეპიგას ვინაობა დაადასტურეს. გაირკვა ისიც, რომ ანატოლი ჩეპიგას ვლადიმერ პუტინმა გმირის წოდება ყირიმის ოკუპაციის გამო მიანიჭა. ის მონაწილეობდა ვიქტორ იანუკოვიჩის უკრაინიდან გაყვანის ოპერაციაშიც.

დღის ამბები