05 ოქტომბერი 2024,   15:39
ვრცლად
სომხეთში შარლ აზნავურის გარდაცვალებას გლოვობენ 

ერევნის ცენტრში კომპოზიტორის სახელობის მოედანზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. მოედანზე ყვავილები მიიტანა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ პაშინიანმაც.

შარლ აზნავური 94 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. სომეხი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული მუსიკოსი 80 წელი სცენაზე იდგა.

მისი გაყიდული ალბომების რიცხვი 180 მილიონს აჭარბებს. მუსიკის სფეროში მოღვაწეობის გარდა შარლ აზნავური აქტიურ ქველმოქმედებასაც ეწეოდა.

მის მიერ იყო ორგანიზებული გრანდიოზული კონცერტი ლაიზა მინელისა და დაიანა უორვიკის მონაწილეობით, რომელიც 1988 წელს, სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ჩატარდა.

დღის ამბები