ანა დოლიძის სარჩელი, რომლითაც იუსტიციის საბჭოს წევრი მოსამართლე დიმიტრი გვირტიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდა, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
საქმე გვრიტიშვილის იმ საჯარო განცხადებას ეხება, სადაც მან ანა დოლიძე რუსულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
ანა დოლიძე დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა. მისმა ადვოკატმა კი განმარტა, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებას დიმიტრი გვრიტიშვუილი გამოეხმაურა და ანა დოლიძეს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ სარჩელის გასაჩივრებისათვის ორი კვირა აქვს.
„სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანა დოლიძის სარჩელი, რათა მიიჩნია, არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელებას ჩემი მხრიდან ადგილი არ გააჩნია,“- განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა