სოფელ ხურვალეთთან 37 წლის მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ყველა ბერკეტი უკვე ამოქმედებულია იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს გატაცებული ქალი.
„ჩვენ საუბარი გვაქვს და საქმე გვაქვს იმ რეჟიმთან, რომელზეც მე თქვენ მოგახსენეთ, რომ არანაირ ჩარჩოებში აღარ ჯდება ეს მოქმედება და რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნაც და მოწოდებაც ყველა პირის თუ ჯგუფის მიმართ, რომელსაც შეუძლია გარკვეული მოქმედებების ჩატარება, არის ის, რომ დაუყოვნებლივ იქნას ეს ქალბატონი გათავისუფლებული. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, კიდევ ერთხელ ვამბობ, აბსოლუტურად ყველა არხით,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მაია ოთინაშვილი ე. წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან გაიტაცეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.