05 ოქტომბერი 2024,   15:37
ვრცლად
რეიდები თურქეთში - სამართალდამცველებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 417 ადამიანი დააკავეს 

თურქეთის პოლიცია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მასშტაბურ რეიდებს ატარებს. სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ძალოვანებმა 417 ადამიანი დააკავეს. ისინი უკანონო ფინანსურ ოპერაციებში არიან ეჭვმიტანილნი. საქმე ეხება ორ ნახევარი მილიარდი ლირის უკანონო გადინებას.

გამოძიების თქმით, ეჭვმიტანილებმა 2017 წლის პირველი იანვრიდან დღემდე 28 ათასი საბანკო გადარიცხვა განახორციელეს. თანხების მიმღები პირები კი, ძირითადად შეერთებულ შტატებში მცხოვრები ირანელები არიან.

მედიის ცნობით, დაკავებულებს ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნის და ქვეყნის ფინანსური სისტემისთვის დამაზარალებელი ქმედებების ჩადენა ბრალდებათ.

ეჭვმიტანილების დაკავების სანქცია სტამბოლის სასამართლომ გასცა.

დღის ამბები