05 ოქტომბერი 2024,   15:41
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია საფრანგეთში - მუსლიმური ორგანიზაციის შტაბბინა ალყაშია მოქცეული

საფრანგეთში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს დანკირკის გარეუბანში მდებარე მუსლიმური ორგანიზაციის შტაბბინა ალყაში აქვს მოქცეული. სამართალდამცველები შიიტი მუსლიმების ცენტრის შენობაში ჩხრეკას ატარებენ.

ოპერაციაში 200 ძალოვანი მონაწილეობს. ამ დროისათვის 11 ადამიანია დაკავებული. მათ შორის ორგანიზაციის ლიდერი, იაჰუა გუასმი, რომელიც ანტისიონისტური მოწოდებებით და ირანთან კავშირებითაა ცნობილი. ძალოვანები ჩხრეკას დაკავებულების საცხოვრებლებშიც ატარებენ.

გამოძიების ინფრომაციით, მუსლიმური ცენტრის ხელმძღვანელობა რამდენიმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიებამ კი ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშები 6 თვით დააყადაღა.

დღის ამბები