05 ოქტომბერი 2024,   15:42
ვრცლად
პირველად ბოლო 55 წლის განმავლობაში ნობელის ლაურეატი ფიზიკის დარგში ქალი გახდა

ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში ქალი გახდა. ეს ფაქტი ბოლო 55 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.

კანადელი მეცნიერი დონა სტრიკლენდი პრესტიჟულ ჯილდოს ორ კოლეგასთან, ამერიკელ არტურ ეშკინთან და ფრანგ ჟერარ მურუსთან ერთად, გაინაწილებს. სამივე 750 ათას გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

არტურ ეშკინმა ლაზერული ტექნოლოგია - ე.წ. ოპტიკური პინცეტი გამოიგონა, რომელსაც ბიოლოგიური სისტემების შესწავლისთვის იყენებენ. მურუ და სტრიკლენდი კი მაღალი ინტენსიურობის მქონე ულტრამოკლე ოპტიკური იმპულსების გენერირების მეთოდის შექმნისთვის დააჯილდოეს.

ნობელის პრემიის არსებობის ისტორიაში დონა სტრიკლენდი მესამე ქალია, რომელსაც ჯილდო ფიზიკის დარგში გადაეცა.

დღის ამბები