პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალქალაქში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოქმედ წესზე ისაუბრა.
მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით საქართველოს ამჟამინდელი და ყოფილი პრეზიდენტები გააკრიტიკა.
„ერთადერთი შესაძლებლობა იყო გამონაკლისი წესი, როცა პრეზიდენტი ანიჭებდა თავისი ნებით მოქალაქეობას, ანუ ერთ დროს, წინა პრეზიდენტი, რომელსაც მე არ ვახსენებ საერთოდ, უხსენებელს ვეძახი, არ ვიცი, სომხურად თუ არის ეს სიტყვა. ის ურიგებდა ზოგ თურქ მოქალაქეებს, რომლებიც ჩამოსული იყვნენ ბათუმში, მაგრამ არანაირად დაკავშირებული საქართველოსთან მანამდე, ახლანდელი პრეზიდენტი უარს ამბობს ხშირად და არავინ არ იცის, რა კრიტერიუმებზე დაფუძნებული. ამ კონსტიტუციის მიხედვით, ცვლილებები სწორედ შეტანილია იმ მუხლში, რომელიც აწესრიგებს ორმაგ მოქალაქეობას,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.