19 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
"პრემიერმინისტრი ავარდა" - კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი, რომელშიც გიორგი კვირიკაშვილის გვარი ფიგურირებს

მორიგი აუდიოფაილი, რომელშიც გიორგი კვირიკაშვილის გვარი ფიგურირებს, კურიერმა  მოიპოვა.

ფარულ ჩანაწერში სპორტის ყოფილი მინისტრი ომეგა ჯგუფის წარმომადგენელს გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დეტალებს უყვება. ქართული ოცნების დამფუძნებელი, ლევან ყიფიანი, ომეგა ჯგუფის ერთ-ერთ მენეჯერთან შეხვედრისას იხსენებს, თუ რატომ ჩართო საქმეში კვირიკაშვილი.

ნიკოლოზ ასანიძე, რომელსაც ლევან ყიფიანი ჩანაწერში ესაუბრება, ადასტურებს, რომ სპორტის ყოფილ მინისტრთან ამ შინაარსის საუბარი მართლაც შედგა. ლევან ყიფიანის ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ ბიძინა ივანიშვილი ძალიან გააბრაზა, რადგან გიორგი კვირიკაშვილის ინფორმირება ბიზნესრეკეტის შესახებ მის გეგმებში არ შედიოდა.

ყიფიანი სატელეფონო ჩანაწერში ამბობს, რომ ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილს ჰქონდა მძაფრი რეაქცია. ის აცხადებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან "ავარდა". 

ომეგა ჯგუფის დირექტორი ამბობს, რომ საქმის ყველაზე სკანდალური - სარდაფის სადამსჯელო ეპიზოდი, სავარაუდოდ, სწორედ ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

ჩანაწერების შინაარსი განგაშის მიზეზია არსამთავრობო სექტორისთვის. 13 გავლენიანი ორგანიზაციის კრიტიკული შეფასება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მოისმინეს.

სამოქალაქო სექტორის წევრები ამბობენ, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები საფრთხის ქვეშაა და ქვეყანას კანონის მიღმა არსებული დაჯგუფება მართავს.

მმართველი პარტია კი არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები