05 ოქტომბერი 2024,   15:36
ვრცლად
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებას გეგმავს

ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებას გეგმავს. პოლიტიკოსის განცხადებით, გადადგომის მიზანი სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

ამის შესახებ ნიკოლ პაშინიანმა გვიან ღამით პარლამენტის წინ შეკრებილ მომხრეებს განუცხადა.

მან რამდენიმე მინისტრიც უკვე გადააყენა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ნიკოლ პაშინიანიმა პარლამენტის წევრებთან შეთანხმებას მოაღწია, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო ძალები პრემიერ-მინისტრობის საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებენ, რასაც მოქმედი პარლამენტის დაშლა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოჰყვება.

არჩევნები სომხეთში სავარაუდოდ დეკემბერში გაიმართება.

დღის ამბები