"ლეიბორისტული" პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებს. ნათელაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, ვისაც საკუთარი შემოქმედება არ გაუყიდიათ.
დღევანდელ შეხვედრაზე საზოგადო მოღვაწეებთან საუბრის ძირითადი თემა საარჩევნო პროცესებში ჩართულობა და მონაწილეობა იყო.
„საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში კიდევ დარჩა საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომლებსაც საკუთარი შემოქმედება, მიღწევები არ გაუყიდიათ, არ დაუხურდავებიათ ვერცხლის გამო სხვადსხვა მთავრობების სამსახურში. ქვეყანაში ზნეობრივი და გაუყიდავი ადამიანები, ყველა ფენაში, ბევრად მეტია, ვიდრე სულ გაყიდული 15 ლარიანები და პრემიაზე ამხედრებული კატეგორია.“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
"ლეიბორისტული" პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს მხარდაჭერა მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ გამოუცხადა.
„მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ მჯერა მე მისი. მხარს ვუჭერ მიტომ, რომ ვიცი მე მისი წარსული ვიცი, მისი ცხოვრება და ბიოგრაფია ვიცი. ვიცი როგორ უყვარს მას თავისი ქვეყანა, ისევე როგორც მეც მიყვარს ძალიან ჩემი ქვეყანა. გვაქვს ამით დიდი საერთო, რომ ორივეს ძალიან გვიყვარს ჩემი ქვეყანა. შალვა უფრო მეტად გამოხატავს ამას. უნდა სიკეთე თავისი ქვეყნისთვის.“ - განაცხადა ასმათ ტყაბლაძემ