19 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
"უპასუხოდ დატოვებულმა ფაქტებმა გამოიწვია ის, რომ რუსეთი დღემდე დაუსჯელად აგრძელებს ჩვენი მოსახლეობის დაწიოკებას“ - სამადაშვილი 

რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეები დაკავება და 29 სექტემბერს გატაცებული მაია ოთინაშვილისთვის ცხინვალის ციხეში მისჯილი ტყვეობა - "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ბრალდებებს უყენებს.

დეპუტატი სალომე სამადაშვილის აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ უსაფრთხოების სისტემა სრულად ჩამოიშალა. სამადაშვილის თქმით, სწორედ ეს ფაქტი და ხელისუფლების უმოქმედობა არის იმის მიზეზი, რომ ოკუპანტები აგრძელებენ ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე სოფლებში საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობას.  

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩამოიშალა მთლიანად უსაფრთხოების სისტემა, რომელიც არსებობდა ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრის მიმდებარე რეგიონებში. სწორედ ამიტომ არის რომ გასული წლების მანძილზე ძალიან გაიზარდა ჩვენი მოქალაქეების უკანონო გატაცებისა და პატიმრობის ფაქტები.

პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის მისიასთან ერთად უნდა დაიწყოს სერიოზული მსჯელობა იმაზე, როგორ გაძლიერდეს უსაფრთხობა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონებში და მეორე - რა თქმა უნდა, რომ გასული წლების მანძილზე ყველა ჯერზე  სრულიად უპასუხოდ დატოვებულმა მსგავსმა ფაქტებმა გამოიწვია ის რომ რუსეთი დღემდე დაუსჯელად აგრძელებს ჩვენი მოსახლეობის დაწიოკებას“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები