19 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
"პლიუსს ვერ დაიწერს ვერც ერთი ხელისუფლება იმით, რომ ისინი აკრიტიკებენ არასამთავრობო სექტორს,"-ნინო ლომჯარია

პარლამენტის თავმჯდომარის თავდასხმას არასამთავრობო სექტორზე სახალხო დამცველი ეხმაურება. ნინო ლომჯარია უმაღლესი თანამდებობის პირებს ურჩევს,რომ სამოქალაქო სექტორის კრიტიკის ნაცვლად, გადადგან ქმედითი ნაბიჯები პრობლემების მოგვარების მიზნით. ქვეყნის მთავარი უფლებადამცველი ახსენებს ხელისუფლებას არასამთავრობოების მთავარ ვალდებულებებს - დასვან ის შეკითხვები, რომლებიც ლეგიტიმურია და რომლებიც საზოგადოებაში არსებობს.

"პირველ რიგში მეთვითონ მოვდივარ სამოქალაქო სექტორისგან და წინა ხელისუფლების დროსაც და ამ ხელისუფლების პირობებშიც, გვიწევდა გვემტკიცებინა, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტიები და არ ვართ მხარე. პლიუსს ვერ დაიწერს ვერც ერთი ხელისუფლება იმით, რომ ისინი აკრიტიკებენ არასამთავრობო სექტორს, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ნდობა და რეპუტაცია მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში, საზოგადოებაშიც და ეს კითხვები, რაზეც ისინი საუბრობენ აქვს საზოგადოებასაც. ხელისუფლებამ ასეთი კრიტიკის ნაცვლად ალბათ ქმედითი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს,"-აცხადებს ნინო ლომჯარია.

დღის ამბები