03 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
"ბათუმი ტაუერი" 25 მილიონ დოლარად გაიყიდა

25 მილიონ დოლარად დეველოპერულმა კომპანია „რედ-კომ” "ბათუმი თტაუერი" იყიდა.

„რედ-კო” დახურულ აუქციონზე ერთადერთი მყიდველი იყო. 

სახელმწიფოს მოთხოვნით, ბათუმის ტექნოლოგიური ინსტიტუტის უკვე ყოფილ შენობაში სასტუმრო განთავსდება. სახელმწიფო კომპანიისგან ასევე 15 მილიონის ინვესტიციის განხორციელებას ითხოვს და ამისთვის „რედ-კოს” 36-თვიანი ვადა აქვს.

"ბათუმი ტაუერის" გაყიდვას ოპოზიცია აპროტესტებს.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ეს არის გზავნილი ნებისმიერი შესაძლო ინვესტორისათვის, რომ შესაძლოა მთავრობის ცვლილებასთან ერთად შეიცვალოს საინვესტიციო პირობები.

"ბათუმი ტაუერის" მშენებლობა 2012 წელს დასრულდა და მასში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსებულიყო.

დღის ამბები