19 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
„მე მას მხოლოდ ჯანმრთელობას ვუსურვებ" - თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილზე საუბრობს

„მე მას მხოლოდ ჯანმრთელობას ვუსურვებ,“- იუსტიციის მინისტრმა ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

თეა წულუკიანის ინფორმაციით, ექიმთა კონსილიუმმა დაადასტურა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა. მინისტრის თქმით, მედიკოსების აზრით, მერაბიშვილი მოწამლული არ არის. 

„იმის საპირისპიროდ, რასაც აცხადებდნენ ადვოკატები, არ არის დამბლური პროცესები და დამბლა, რომ სიმსივნური პროცესები გამორიცხულია. ასევე ექიმების აზრით, გამორიცხულია ინტოქსიკაცია ანუ მოწამვლა. მაგრამ ჩვენ მაინც მათ ვთხოვეთ და ეს გაკეთდა, რომ საზღვარგარეთ გადაგზავნილიყო სისხლის ნიმუშები, რომ გამოირიცხოს მოწამვლის თეორია, რომელიც ადვოკატებს აქვთ. მინდა, პირველ რიგში, მშობლებს, ოჯახს მივულოცო, რომ მსჯავრდებული არის იმ სიმპტომების ნაწილში, რაც მას აწუხებს, ეს არის სუნთქვითი პრობლემა, ქუთუთოს ანთება და სხვა გაუმჯობესებისა და გამოჯანმრთელების გზაზე, მე მას მხოლოდ ჯანმრთელობას ვუსურვებ,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები