სამედიცინო კლინიკები ითხოვენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სამოგზაურო დაზღვევა სავალდებულო გახდეს - ამის შესახებ „საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ, დევი ხეჩინაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით დაზღვევის არმქონე პაციენტები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ხშირად თავს არიდებენ სამედიცინო მომსახურების ხარჯის გადახდას, რის შედეგადაც კლინიკა კუთვნილ თანხას ვერ იღებს. ამ საკითხთან დაკავშირებით საქმე სასამართლოშიც არა ერთხელ აღძრულა, თუმცა უშედეგოდ. სამედიცინო დაწესებულებები ახალი დამატებითი რეგულაციების შემოღებას ითხოვენ.
„ვიღაცას არა აქვს დაზღვევა, მერე არ ახერხებს ან ვერ ახერხებს და ჩვენს კლინიკებს, ჩვენ ხომ უპირველესყოვლისა საქართველოს მოქალაქე პირებზე და პირად იურიდიულ პირებზე უნდა ვიზრუნოთ. ჩვენს კლინიკებს ნამდვილად ექმნებათ პრობლემა ფულის ამოღების და ამის გადაწყვეტები არსებობს. ჩვენ უნდა ვთქვათ ისევე, როგორც ჩვენ გვეუბნებიან ჩვენი მეგობარი ქვეყნები, რომ ტურისტია? ვერ შემოვა ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე,“ - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.