საპარლამენტო უმცირესობის წევრი და "ევროპული საქართველოს" საპრეზიდნეტო კანდიდატი სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის განცხადებებს აფასებს.ბაქრაძის თქმით, ყიფიანის განცხადება ცხადყოფს, რომ ხელისუფლება დარწმუნებულია საზოგადოებას ნებისმიერ ტყუილს ადვილად "მიჰყიდის."
„ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ლევან ყიფიანის ამ განცხადებამ, ადამიანი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მისი ოჯახისშვილობის გამოყენებით თაღლითობდა, ოღონდ თაღლითობდა მითიური და კეთილი განზრახვებით, ისე რომ არ იცოდა რა მოჰყვებოდა ამას.
სრულიად არასერიოზულია და კიდევ ერთხელ აჩვენებს დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომელსაც მიაჩნია, რომ შეუძლია ნებისმიერი სისულელე მიყიდოს და დააჯეროს საზოგადოება. ამიტომ ამაზე პასუხი პირველ რიგში არჩევნებზე უნდა იყოს,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.