ბიძინას ივანიშვილის ძმა, რომელიც "ომეგა ჯგუფს" მანქანების ბიზენსის წილებს სთხოვდა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის მთავარი სპონსორია. ალექსანდრე ივანიშვილმა ზურაბიშვილს 45 ათასი ლარი შესწირა. იგი ბოლოს სკანდალში შაბათს გაეხვა, როდესაც "კურიერმა" გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც ის ზაზა ოქუაშვილს ავტომობილების ბიზნესის წილების დათმობას სთხოვდა.
"იმიტომ შევწირე, რომ ეროვნული ქალბატონია და გვინდა რომ მიიღოს უმრავლესობა ხმების არჩევნებში და გაიმარჯვოს. ბიძინა ივანიშვილი რა შუაშია, მე დამოუკიდებელი პიროვნება ვარ, მე თვითონ ვაზროვნებ და თვითონ მივიღე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად. მე მაქვს ჩემი შემოსავალი და გადავუხადე,"-აცხადებს ალექსანდრე ივანიშვილი.
ივანიშვილის ძმასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის შემწირველთა შორის არის თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც საპრეზიდენტო კანდიდატს 50 000 ლარი გადაურიცხა. სალომე ზურაბიშვილს 1-დან 3 ოქტომბრის ჩათვლით სულ მილიონ ლარზე მეტი შესწირეს.