19 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ოპოზიცია ქალაქის გენერალური გეგმის მიღებაზე საუბრობს და მერიას საკუთარი ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს

თბილისის მერიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება ჯერ კიდევ აგვისტოში დაანონსა, თუმცა მნიშვნელოვანი დოკუმენტი - როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, ისევ არ არის მიღებული. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ საბოლოო პოზიციების შეჯერება აზრთა სხვადასხვაობის გამო ურბანისტებსა და მერიის მაღალჩინოსნებს შორის ვერ მოხდა და ამიტომ გაჭიანურდა პროცესი. მათი ინფორმაციით, დოკუმენტი საკრებულოში დასამტკიცებლად უახლოეს ორ კვირაში შევა, უმრავლესობა კი ზუსტ პროგნოზს ვერ აკეთებს.

"ეს იქნება გენერალური გეგმა, რომელიც მორგებული იქნება დეველოპერებზე და არა თბილისელების ინტერესებზე,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარის მოადგილე დავით ჟღენტი მერიას საკუთარი ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

"ჩნდება კონკრეტული ეჭვები, რომ მერია ახორციელებდა თავისი ინტერესების ჩადებას და ცდილობდა რომ მოერგო კონკრეტული გეგმა,"- თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარის მოადგილე დავით ჟღენტი.

ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობენ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების სამსახურში და კონკრეტული მტკიცებულებების დადებას ითხოვენ.

"ვერ დაასახელებთ ვერცერთ მაგალითს როდესაც ახალი მერიის პირობებში გაცემული იქნა რეკრეაციულ ზონაში მშენებლობის ნებართვა," - აცხადებს თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე.

დღის ამბები