19 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
"ამაში პოლიტიკური ინტერესი აშკარაა" - ეკა ბესელია სკანდალურ ჩანაწერებზე საუბრობს

სკანდალურ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა, საპარლამენტო უმრავლესობაში აფასებენ. მმართველი გუნდის შეფასებით, ჩანაწერებიდან, რომელიც "ომეგა ჯგუფის" საქმეს უკავშირდება, პოლიტიკური ინტერესი იკვეთება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, დასკვნა, რომ აუდიოჩანაწერებში არის წყვეტა, „ქართული ოცნებისთვის“ მისაღებია და ის რეალობას ასახავს.

„ექსპერტიზა ორი - ქართული და ბრიტანული ამბობს, რომ ჩანაწერი არის მონტაჟი. ორწუთნახევრიან ჩანაწერში ერთ-ერთ ჩანაწერზე ამბობს, რომ ექვსი ხელოვნური ჩარევაა. იურისტებმა და არაიურისტებმაც იციან, რომ ასეთი მტკიცებულება არ მიიღება, როგორც სანდო. ამის შემდეგ ახლა უკვე უნდა მივიღოთ პასუხი, ვინ გააკეთა, რა მიზნით და რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი. უკვე ჩანს, რომ ეს იყო სულსწრაფობა და ამაში პოლიტიკური ინტერესი აშკარაა,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

პროკურატურის განცხადებაში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა არის მოყვანილი, რომლის თანახმადაც, ჩანაწერი არ არის ავთენტური, დამზადებულია მონტაჟის გზით და ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები