მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოებში იქნება შესაძლებელი.
რეგულაცია მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან შევიდა ძალაში. ცვლილებების მიხედვით, ყველა კომპანიამ საკუთარი საქმიანობა უნდა დაარეგისტრიროს, მაქსიმალურად დაიცვას დასაქმებულების შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.
„2018 წლის პირველი აგვისტოდან ამოქმედდა საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომლის ფარგლებშიც დამსაქმებლებს, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას მძიმე, მავნე, საშიშპირობებიან სექტორში, გაუჩნდათ ვალდებულება დამატებით რეგისტრაციის. 15 ნოემბრამდე შეუძლიათ მათ, ვინც ჯერ არ გაიარეს რეგისტრაცია მიმართონ როგორც შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციისათვის თუ როგორ და სად დარეგისტრირდნენ და აქვს თუ არა რეგისტრაციის ვალდებულება - ინფორმაციის მიღება. ასევე შეუძლიათ ცხელ ხაზზე მიიღონ ეს ინფორმაცია. მოვუწოდებ ყველას, ვინც მძიმე, მავნე, საშიშ პირობებიან სამუშაოს აწარმოებს, მიმართონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებს, და გაიარონ კონსულტაცია მათთან და შესაბამისი რეაგირება მოახდინოთ,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ.