19 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
"მაშინ ვიქნებით მშვიდად, რომ ბავშვებთან დედა დაბრუნდება" - მაია ოთინაშვილის ოჯახში გრიგოლ ვაშაძე მივიდა

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ოკუპანტების მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილის ოჯახში მივიდა.

სამი შვილის დედის ოჯახის განცხადებით, მაია ოთინაშვილი მათი საკარმიდამო ეზოდან გაიტაცეს. ისინი ახალგაზრდა ქალის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.  

"ჩვენი მიზანია, რომ ბავშვებს დედა დაუბრუნდეთ. მხოლოდ მაშინ ვიქნებით წყნარად და მშვიდად, რომ ბავშვებთან დედა დაბრუნდება. კი ვნახეთ ვიდეორგოლო, რომ თითქოს, ის არის უვნებელი, არ არის ნაცემი, მაგრამ ეს ბავშვებისთვის არ არის საკმარისი. მთავარია, რომ დედა დაუბრუნდეთ დროულად,“- აცხადებენ ოთინაშვილის ოჯახის წევრები.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რუსეთის აგრესიული ნაბიჯები „ქართული ოცნების“ დათბობის პოლიტიკის შედეგად გაძლიერდა.

„დღეს კიდევ ერთხელ დაველაპარაკებით იმ საელჩოებს, რომელსაც, ჩვენი მოკრძლებული აზრით, შეუძლიათ გავლენის მოხდენა ამ უმსგავსობის შეწყვეტასა და ქალბატონი მაიას სწრაფად გათავისუფლებაზე. აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ის, რომ საოკუპაციო რეჟიმმაც და ოკუპანტებმაც იცოდნენ, რომ ჩვენი გამუდმებული ყურადღების ქვეშ არის ეს ფაქტი. რადიკალური ზომებია მისაღები, რომ ოკუპაციის ხაზზე ეს უმსგავსობა შეწყდეს და ქალბატონი მაიასავით აღარავინ იყოს გატაცებული,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები