19 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტი მამუკა ბახტაძემ მოლდოვას პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაასრულა

მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პაველ ფილიპთან შეხვედრით დაასრულა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს და მოლდოვას მსგავსი გამოწვევები - სახელმწიფო სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, იყო.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის უკანონო და პროვოკაციული ნაბიჯები, რომლებსაც ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს.

პრემიერი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოკუპანტ სახელმწიფოს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

„ჩვენს ქვეყნებს საერთო მიზანი აერთიანებთ და ეს გახლავთ ევროპული ინტეგრაცია. ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა დიდი ხნის წინ გაცხადებული პოლიტიკური პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეების მკაფიო არჩევანია. საქართველოს მთავრობას აქვს ცხადი და მკაფიო მიზანი, მიაღწიოს ევროკავშირთან მაქსიმალურ ინტეგრაციას, ყველა არსებული ინსტრუმენტისა და მექანიზმის გამოყენებით,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა, პაველ ფილიპმა, აღნიშნა, რომ მოლდოვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

„მოლდოვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ბატონი პრემიერ-მინისტრისგანაც იგივე მოვისმინე მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა პაველ ფილიპმა.

 

 

დღის ამბები