05 ოქტომბერი 2024,   15:41
ვრცლად
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ბრეტ კავანოს კანდიდატურას სენატში დღეს საბოლოოდ უყრიან კენჭს  

შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ბრეტ კავანოს კანდიდატურას სენატში დღეს საბოლოოდ უყრიან კენჭს. გუშინ გამართულ კენჭისყრაზე კავანოს 51 სენატორი მიემხრო, 49 კი წინააღმდეგი წავიდა.

სექსუალური ძალადობის ბრალდებების, FBI-ის გამოძიებისა და მასშტაბური საპროტესტო აქციების მიუხედავად, კანდიდატმა ორივე პარტიიდან იმ სენატორების მხარდაჭერა მოიპოვა, რომლებსაც აქამდე ჩამოყალიბებული პოზიცია არ ჰქონდათ.

დამტკიცების შემთხვევაში, ბრეტ კავანო უზენაესი სასამართლოს 9 კაციან შემადგენლობას უვადოდ შეუერთდება. 

დღის ამბები