05 ოქტომბერი 2024,   15:44
ვრცლად
სექსუალურ ძალადობის სკანდალში გახვეული ბრეტ კავანო სენატმა უზენაესი სასამართოს მოსამართლედ დანიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ბრეტ კავანო დაამტკიცა. სექსუალური ძალადობის ბრალდებების და გამოძიების მიუხედავად, კანდიდატმა ორივე პარტიიდან მხარდაჭერა მოიპოვა. ბრეტ კავანოს არჩევა უკვე მიულოცა დონალდ ტრამპმა და მას დიდებული ადამიანი უწოდა. კავანომ ფიციც დადო და შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს 9 კაციან შემადგენლობას უვადოდ შეუერთდა. კენჭისყრა სენატში მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. კაპიტოლიუმის შენობასთან ერთმანეთის გვერდი გვერდ ტრამპის ადმინისტრაციის მომხრეები და მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილები. აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ 160-მდე ადამიანი დააკავა. 

დღის ამბები