05 ოქტომბერი 2024,   15:40
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნები ლატვიაში - წინასწარი ინფორმაციით, პრორუსული ძალა ლიდერობს

ლატვიის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილი ხდება. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, პრორუსული ძალა, სოციალ-დემოკრატიული პარტია "თანხმობა" ლიდერობს, რომელიც რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესების გამტარებელია. წინასწარი მონაცემებით, მათ ხმების 20 პროცენტი მიიღეს.

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მოქმედი მმართველი პარტია მეექვსე ადგილზეა, მათ ხმების 10 პროცენტი მიიღეს, რაც პარლამენტში მხოლოდ 11 მანდატის მოპოვების საშუალებას აძლევს.

ამის მიუხედავად, ლიდერები აცხადებენ, რომ მათ კოალიციის შენარჩუნების დიდი შანსი აქვთ, რადგან მოქმედ კოალიციაში შემავალი პარტიებთან ერთად ხმების 28 პროცენტი ექნებათ, რაც საერთო ჯამში პრორუსული ძალის ხმებს გადაწონის. 

 

დღის ამბები