05 ოქტომბერი 2024,   15:40
ვრცლად
ჟურნალისტი, რომელიც სავარაუდოდ, თურქეთში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს - თურქეთის პოლიცია ჯამალ ჰაშტოგის მკვლელობას იძიებს

თურქეთის პოლიცია ცნობილი უცხოელი ჟურნალისტის მკვლელობას იძიებს. საუდის არაბეთიდან სტამბოლში ჩასული ჯამალ ჰაშტოგი ორი დღის წინ გაუჩინარდა. მისი საცოლე ჰყვება, რომ ჰაშტოგი საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისთვის აუცილებელი საბუთებისთვის, მივიდა შენობაში შევიდა თუმცა იქიდან აღარ გამოსულა. გამოძიებაც ამავე ვერსიაზე მუშაობს. თურქი ძალოვანები ფიქრობენ, რომ ჟურნალისტი საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს და მისი ცხედარი შენობიდან ფარულად გაიტანეს. ცნობილი ჟურნალისტი საუდის არაბეთის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა. ის წლების წინ იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და საცხოვრებლად ვაშინგტონში გადასულიყო. საუდის არაბეთის საკონსულოში აცხადებენ, რომ ჟურნალისტმა შენობა რამდენიმე საათში დატოვა. 

დღის ამბები