05 ოქტომბერი 2024,   15:46
ვრცლად
პროდუქტიული მოლაპარაკებები - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კორეის ლიდერთან შეხვედრას აფასებს 

პროდუქტიული მოლაპარაკებები - ასე შეაფასა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მორიგი შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან.

სამ საათიანი შეხვედრის დროს, მაიკ პომპეომ და კიმ ჩენ ინ-მა სინგაპურის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულების დეტალებზე ისაუბრეს.

მხარეებმა ამერიკის მიერ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობაც განიხილეს. ვაშინგტონს ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, გაუქმებული ბირთვული პოლიგონის შესამოწმებლად ინსპექტორები მიიწვია.

დღის ამბები