05 ოქტომბერი 2024,   15:34
ვრცლად
ილონ მასკის კომპანიამ რაკეტა კალიფორნიის სანაპიროს სახმელეთო პლატფორმაზე პირველად დასვა

ილონ მასკის კომპანიამ რაკეტა "ფალკონ 9" კალიფორნიის სანაპიროს სახმელეთო პლატფორმაზე პირველად დასვა.

"სფეის-იქსმა" კოსმოსში არგენტინული თანამგზავრი წარმატებით გაიყვანა, რის შემდეგაც რაკეტა ვანდენ-ბერგის ავიაბაზაზე დაეშვა. დღემდე ეს მხოლოდ კანავერალის კონცხის კოსმოდრომზე ხდებოდა. წარმატებული მისია სულ 14 წუთს გაგრძელდა.

კომპანია "ფალკონ 9-ის" მომდევნო გაშვებას კოსმოსში 19 ნოემბერს გეგმავს.

დღის ამბები